|
2020-10-19 13:37:52, 533 ნახვა
კომენტარი
პრემიერი - ჩვენ გაგვაჩნია კორონავირუსის მართვის რესურსი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს
ჩვენ გაგვაჩნია კორონავირუსის მართვის რესურსი, ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან პანიკის საფუძველი არ არსებობს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგე განაცხადა. ამასთანავე, პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დაიცვან დაწესებული შეზღუდვები. „ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს აბსოლუტურად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით. თავიდან მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან ამით პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ვიცავდით. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, 90 პროცენტზე მეტს ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ყველას უნდა გვესმოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა გრძელვადიანი პროცესია. შესაბამისად, ჩვენი სტრატეგია იცვლება, რაც არის ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე მართებული გადაწყვეტილება იქნება, წერტილოვანი შეზღუდვები და სწორი ბალანსი. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორად შესრულებას, რომლებსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ. ესენი ელემენტარულ წესებია. უნდა ვატაროთ ბირბადე, დავიცვათ დისტანცია. შესაბამისად, უნდ გვესმოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ვირუსის გავრცელება ტემპში შემცირდეს, ინფიცირების შემთხვევების მატება გვექნება. ასეთი მატება მოსალოდნელი იყო. ყოველთვის ვამბობდით, ვირუსის მეორე ტალღის დროს ინფიცირების შემთხვევების მატება იქნებოდა. თუმცა, ჩვენ გაზრდილი შემთხვევების მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა მეტად მომზადებულია. თუმცა რესურსები ამოუწურავი არ არის. პირველ რიგში, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ასევე ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობას. არანაირი პანიკის საფუძველი ვაიპოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)