04:25 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-17 15:38:38, 825 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - ჯერ კიდევ საკითხავია, რომელია უფრო დიდი პრობლემა, კოვიდი თუ ივანიშვილის ხელისუფლება

კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია - კაპანაძე არჩევნების გადადებაზე

კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, არჩევნების შესაძლო გადადებას.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მყარი პოზიციია, რომ არჩევნები ჩატარდეს 31 ოქტომბერს, ყველა მოთხოვნის დაცვით, რადგან საზოგადოებას აღარ სურს, რომ ამ მთავრობას დაელოდოს, გააკეთებენ თუ არა რაიმეს.

როგორც მან აღნიშნა, ჯერ კიდევ საკითხავია, რომელი უფრო დიდი პრობლემაა, კოვიდი თუ ივანიშვილის ხელისუფლება.

„ „ევროპული საქართველოს“ ძალიან მყარი პოზიციაა, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ახლა და ხელისუფლება უნდა დამარცხდეს და რომ ჩვენ არ გვაქვს იმის მოთმინების უნარი, საზოგადოებაზე მაქვს საუბარი ამ შემთხვევაში და თავს მივცემ უფლებას საზოგადოების სახელით ვისაუბრო, რომ კიდევ რამდენიმე წელი ველოდოთ ამ მთავრობას და მითუმეტეს გადადებული არჩევნების პირობებში გაურკვეველი ვადით კიდევ ველოდოთ, რომ რაიმეს გააკეთებენ.

სრულიად ნათელია საზოგადოების დამოკიდებულება, ყველას სურს გარდამტეხი ცვლილებები, რათქმაუნდა კოვიდი არის პრობლემა, მაგრამ ეს მთავრობა კოვიდზე უფრო დიდი პრობლემაა თუ ნაკლები, ჯერ კიდევ საკითხავია.

ამიტომ, ამ არჩევნებზე, ყველანი უნდა მივიდეთ მაქსიმალური დაცვით იმ მოთხოვნების, რომლებიც არის დაწესებული და ეს მთავრობა და ივანიშვილი გავუშვათ ოპოზიციაში და მერე მივხედოთ იმ დიდ პრობლემებს, რომლებიც არის ქვეყანაში, დაწყებული კოვიდოთ, გაგძელებული იმ ეკონომიკური უძრაობით და ვარდნით და დამთავრებული იმ ჭაობით, რომელშიც აღმოვჩნდით.

ამიტომ, ჩვენ ვართ კატეგორიული წინააღმდეგი გადადების, ეს ამბავი უნდა მორჩეს 2 კვირაში და ეს 2 კვირა ყველამ როგორღაც უნდა გავიჭირვოთ, რომ მერე ვიაროთ წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ქვეყანას ექნება ძალიან ცუდი მომავალი“, - განაცხადა კაპანაძემ.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics