17:43 - 10 Aug, 2026
|
2020-10-16 16:49:02, 436 ნახვა
საზოგადოება
16 ოქტომბერი მსოფლიო სურსათის დღეა
„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
ბოლო მონაცემებით, 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მსოფლიოში მუდმივად არ მიუწვდება ხელი უვნებელ, სასარგებლო საკვებზე. მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდს მიაღწევს 2050 წლისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, კვების რაციონსა და საარსებო პირობებს, წელს COVID-19-ის პანდემია დაემატა.
„მსოფლიო სურსათის დღე“ წელს სურსათის გმირებს ეძღვნება, ადამიანებს, რომლებიც პანდემიისა და რთული გარემოებების მიუხედავად, ადამიანების საკვებით უზრუნველყოფას განაგრძობენ. სურსათის გმირებად დღეს ითვლებიან ფერმერები, სურსათის მაღაზიის თანამშრომლები, თუ სურსათის გადამზიდავი მძღოლები, რომლებიც, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ძალ-ღონეს არ იშურებენ და უზრუნველყოფენ საკვებს ფერმიდან სუფრამდე.
„FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს „მსოფლიო სურსათის დღეს“, რომელიც, ამავდროულად, ორგანიზაციის დაარსების დღეც გახლავთ. ეს წელი, პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მძიმე გამოდგა, ამიტომ გვინდა, ამ დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ქართველ ფერმერებს, მცირე მეწარმეებსა და ვეტერინარებს, რომლებიც უმკლავდებიან პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, აგრძელებენ საკვების წარმოებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას“, - აცხადებს მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში.
„მსოფლიო სურსათის დღეზე“ წელს, FAO დაარსების 75-ე იუბილე და საქართველოში FAO-ს მოღვაწეობის 25-ე წელი აღინიშნება. დღევანდელი დღე ორგანიზაციას საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა მიულოცეს.
„75 წელია გაერო ზრუნავს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფაზე, რაც უფრო აქტუალური გახდა COVID-ის პირობებში. მინდა მსოფლიო საზოგადოებას მივულოცო მსოფლიო სასურსათო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი გაეროს კალენდარში, განსაკუთრებით დღე, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვზრუნავთ იმაზე, რომ მსოფლიო იყოს შიმშილის გარეშე“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრამ საქართველოში.
„ნება მომეცით, შევუერთდე მოლოცვებს და მთელი გულით მოგილოცოთ FAO-ს 75 წლის იუბილე. ძალიან დიდი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც FAO საქართველოში ჩვენთან ერთად ეწევა, ეკონომიკისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


„მსოფლიო სურსათის დღე“ გაეროს კალენდრის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. დღეს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, რომ სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით, კიდევ უფრო მიუახლოვდეს გაეროს მდგრადი განვითარების მეორე მიზანს – შიმშილის აღმოფხვრას დედამიწაზე და ჯანსაღი საკვების საყოველთაო ხელმისაწვდომობას.
ბოლო მონაცემებით, 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მსოფლიოში მუდმივად არ მიუწვდება ხელი უვნებელ, სასარგებლო საკვებზე. მსოფლიო მოსახლეობა დაახლოებით 10 მილიარდს მიაღწევს 2050 წლისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სურსათზე მოთხოვნას. ამ გლობალურ გამოწვევას, რომელიც საფრთხეს უქმნის სურსათის უსაფრთხოებას, კვების რაციონსა და საარსებო პირობებს, წელს COVID-19-ის პანდემია დაემატა.
„მსოფლიო სურსათის დღე“ წელს სურსათის გმირებს ეძღვნება, ადამიანებს, რომლებიც პანდემიისა და რთული გარემოებების მიუხედავად, ადამიანების საკვებით უზრუნველყოფას განაგრძობენ. სურსათის გმირებად დღეს ითვლებიან ფერმერები, სურსათის მაღაზიის თანამშრომლები, თუ სურსათის გადამზიდავი მძღოლები, რომლებიც, მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ძალ-ღონეს არ იშურებენ და უზრუნველყოფენ საკვებს ფერმიდან სუფრამდე.
„FAO-ს წარმომადგენლობა საქართველოში მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს „მსოფლიო სურსათის დღეს“, რომელიც, ამავდროულად, ორგანიზაციის დაარსების დღეც გახლავთ. ეს წელი, პანდემიისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, მძიმე გამოდგა, ამიტომ გვინდა, ამ დღეს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ქართველ ფერმერებს, მცირე მეწარმეებსა და ვეტერინარებს, რომლებიც უმკლავდებიან პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს, აგრძელებენ საკვების წარმოებას და მომხმარებლისთვის მიწოდებას“, - აცხადებს მამუკა მესხი, FAO-ს წარმომადგენელი საქართველოში.
„მსოფლიო სურსათის დღეზე“ წელს, FAO დაარსების 75-ე იუბილე და საქართველოში FAO-ს მოღვაწეობის 25-ე წელი აღინიშნება. დღევანდელი დღე ორგანიზაციას საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა და პარტნიორებმა მიულოცეს.
„75 წელია გაერო ზრუნავს მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებაზე და უზრუნველყოფაზე, რაც უფრო აქტუალური გახდა COVID-ის პირობებში. მინდა მსოფლიო საზოგადოებას მივულოცო მსოფლიო სასურსათო დღე. ეს არის მნიშვნელოვანი თარიღი გაეროს კალენდარში, განსაკუთრებით დღე, როდესაც ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვზრუნავთ იმაზე, რომ მსოფლიო იყოს შიმშილის გარეშე“, განაცხადა ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრამ საქართველოში.
„ნება მომეცით, შევუერთდე მოლოცვებს და მთელი გულით მოგილოცოთ FAO-ს 75 წლის იუბილე. ძალიან დიდი მადლობა თავდაუზოგავი შრომისთვის, რომელსაც FAO საქართველოში ჩვენთან ერთად ეწევა, ეკონომიკისა და სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)