18:41 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-15 13:56:03, 415 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად იმუშაონ დისტანციური რეჟიმით

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კერძო და საჯარო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მაქსიმალურად იმუშაონ დისტანციური რეჟიმით.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბიფინგზე აღნიშნა, ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ თანამშრომლებზე და აღჭურვონ ისინი უსაფრთხოებისთვის აუცილებელი საშუალებებით.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო კერძო და საჯარო ორგანიზაციების პასუხისმგებლობა - მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაოზე უნდა გადავიდეთ ყველა, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს.

ეს არის რეკომენდაცია. ყველა კომერციულმა ორგანიზაციამ, საწარმოებმა, რომლებსაც ყოველთვის ხელს ვუწყობდით, რომ მათი საქმიანობა არ გაჩერებულიყო, ეს პასუხისმგებლობა უნდა გაითვალისწინონ. ის, რაც მოხდა ბოლო პერიოდში ფოთში, როდესაც ერთ ორგანიზაციაში 100-მდე ინფიცირებული გამოვლინდა, რა თქმა უნდა, უფრო სერიოზულად უნდა მოვეპყრათ ჩვენს თანამშრომლებს, ვიზრუნოთ მათზე და უნდა აღვჭურვოთ იმ აუცილებელი საშუალებით, რათა ამ ხალხმა დაიცვან თავი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლიკლიკაძე - მძიმე წარსულზე ლაპარაკისას, ადამიანს შეიძლება ცდომილება მოუვიდეს
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საარსებო შემწეობა კიდევ 7 235 საქართველოს მოქალაქეს შეუწყდა
ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს
თურქეთის პარლამენტის წევრებმა ანკარას მოუწოდეს, აღიაროს აფხაზური პასპორტები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics