07:12 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 13:58:00, 575 ნახვა

კომენტარი
ვოლსკი Edison Research-ის კვლევაზე: დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ“ არ შეიძლება იყოს ობიექტური

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ" არ შეიძლება იყოს ობიექტური.

მისივე თქმით, მთავარი მკვლევარი და მთავარი შემფასებელი არის საზოგადოება.

„მე არ ვენდობი ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ ჩატარებულ კვლევას გარკვეული მიზეზების გამო იმიტომ, რომ მისი დამფუძნებელი არის ადამიანი, ვინც გარკვეულ პასუხები უნდა გასცეს საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ თემაზე, რასაც ჰქვია ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები და ზოგადად, მისი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი" და სხვა. აქედან გამოდინარე, დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ" არ შეიძლება იყოს ობიექტური, თუმცა, ამავე დროს მე მაქვს სხვა მონაცემები, რომელიც  Edison Research-ის 47%-ს მიუთითებს. ყველა დაველოდოთ არჩვენებს. ვეცადოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს წყნარი და მშვიდი", - აღნიშნა ვოლსკიმ.​





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics