19:52 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 16:03:39, 457 ნახვა

საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ  განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი. პარალელურად, დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 761 852  ლარი დაიხარჯება.

ამასთან,  გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სადაც, წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო. უახლოეს მომავალში კი, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება.

ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics