07:13 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 13:32:45, 683 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი დავით-გარეჯზე - რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და 21-ე %-ს დაიმატებს თუ არა ამით არსი არ იცვლება

„რუსეთს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და 21-ე %-ს დაიმატებს თუ არა ამით არსი არ იცვლება“ , - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა განცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გარეჯის უდაბნო ყოველთვის იყო საქართველოს ტერიტორია.

„პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ ჩვენ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა იყო ყოველთვის ქართული მიწა და არავითარი მცდელობა, რომ ვიღაცას გადავაბრალოთ ახლა, რომ ვიღაცამ რუკა დამალა, ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არაფერი არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია. მე ასე ვხედავ.

არ ვიცი საიდან და როგორ. ასე წერია სახარებაში, "არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადდეს", ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ. დავით გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, ეს საოცარი სამყარო და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს.

რაც შეეხება რუსეთს, ეს ახლა ახალი ამბავი არავისთვის არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში და რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და 21-ე პროცენტს კიდევ დაიმატებს თუ არ დაიმატებს არსი არ იცვლება“ , - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics