|
2015-01-28 23:51:19, 2489 ნახვა
ეკონომიკა
ბიძინა ივანიშვილი: ლარი არავითარ ტვირთად არ აწევს საზოგადოებას
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში საზოგადოებას „ტვირთად არ აწევს“. ამის შესახებ ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „ლარი მოგონილი თემაა და არავითარ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას. „რუსთავი 2“ აგიტაციას ეწევა. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ეს ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია. რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში და ზოგადად მსოფლიოში ეკონომიკაში, რა თქმა უნდა ის საქართველოზეც აისახება“, – განაცხადა ივანიშვილმა. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც საბანკო ვალდებულება დოლარში აქვთ, ივანიშვილის თქმით, მოსახლეობა თუ ვერ ერკვევა კაპიტალი დოლარში დააბანდოს თუ ლარში, სპეციალისტი უნდა დაიქირავოს. „ეკონომიკა, ბიზნესი ეს რთული მექანიზმია, მას ცოდნა და ალღო უნდა. ასე ადვილი არ არის, სად დააბანდო შენი კაპიტალი, დოლარში, ლარში, თუ ევროში. ეს არის ბიზნეს პროცესი და მოსახლეობაც ამ პროცესში უნდა გაერკევს. ხოლო თუ ვერ ერკვევა უნდა დაიქირავოს ბანკი ან სპეციალისტი ვინც ამაში ერკვევა და რჩევა უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)