20:59 - 10 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 16:00:32, 616 ნახვა

საზოგადოება
ფოთში შემოტანილი გაყინული ხორცი განადგურებას დაექვემდებარა

საბაჟო გამშვებ  პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა", ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკიდან შემოვიდა 936 კილოგრამი გაყინული ღორის  ხორცი. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად, დადგინდა, რომ ვეტერინარულ სერტიფიკატში ასახული მონაცემების შეუსაბამობის გამო, გაყინული ღორის ხორცი არ აკმაყოფილებს საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის  მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესი"-ს დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics