04:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 18:07:51, 1561 ნახვა

ომი უკრაინაში
პეტრო პოროშენო, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე, მარინა პოროშენკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„მეგობრებო, ჩვენი ოჯახი გულწრფელად მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის. დღეს COVID-19-ს ებრძვიან ჩემი შვილი და მეუღლე. პეტრო პოროშენკო ჰოსპიტალიზებულია კიევის ერთ-ერთ საავადმყოფოში, რომელიც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობს. იმის მიუხედავად, რომ ჩემს მეუღლეს ორმხრივი ფილტვის ანთება აქვს, მას ძლიერი ნებისყოფა აქვს, რომელსაც ვირუსთან ბრძოლის დროს ავლენს. ის აშკარად მიყვება მოწესრიგებულ მკურნალობის პროტოკოლს", - ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მეუღლე მარინა პოროშენკო ვიდეომიმართვაში.

პეტრო პოროშენკოს კორონავირუსით ინფიცირების შესახებ 29 სექტემბერს გახდა ცნობილი





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინთან და შემდეგ ზელენსკისთან „გუშინ“ ახალი საუბრის შესახებ განაცხადა
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics