|
2015-09-17 23:11:07, 3266 ნახვა
Lifestyle
ირმა ინაშვილი ხელისუფლებას: თქვენ ვერ დაიცავით ქართველი ხალხის ინტერესი
თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას, სოციალურ ქსელში "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი, ირმა ინაშვილი გამოეხმაურა. "ამ ხელისუფლებას ვეუბნები: სულში ჩაგვაფურთხეთ - თქვენ ვერ დაიცავით ქართველი ხალხის ინტერესი. " - წერს ინაშვილი. დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია. შესაბამისი გადაწყვეტილება, მოსამართლე ლილი მსხილაძემ რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გიგი უგულავას გათავისუფლების შესახებ დააკმაყოფილა. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ გიგი უგულავა უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა. როგორც ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებდა, ამას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც ადასტურებს. სასამართლო პროცესს გიგი უგუალავას ახლობლები და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)