|
2020-09-29 16:23:19, 666 ნახვა
მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ჩვენ ვდგავართ აზერბაიჯანის გვერდით როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებებისას
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა სურს და აზერბაიჯანის გვერდით დგას. მისივე განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის ერთადერთი გზა სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიის დატოვებაა. "ჩვენ ყოველთვის ვიყავით აზერბაიჯანის გვერდით, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან. ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ სოლიდარობას", - განაცხადა ჩავუშოღლუმ თურქეთში, აზერბაიჯანის საელჩოს დატოვების შემდეგ. მანვე დასძინა, რომ აზერბაიჯანი და სომხეთი არ არის ერთი და იგივე, რადგან აზერბაიჯანის ტერიტორია ოკუპირებულია სომხეთის მიერ, რაც მიუღებელია. "აზერბაიჯანი და სომხეთი - ეს არ არის ერთი და იგივე. ჩვენ ყველაე ერთად მხარს ვუჭერთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აზერბაიჯანს ადარებენ სომხეთს, რომელმაც ოკუპაცია გაუეთა მის ტერიტორიებს. ეს მიუღებელია", - დასძინა მინისტრმა.
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)