00:12 - 11 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-26 23:36:31, 660 ნახვა

საზოგადოება
შატილის ავარიისას გადარჩენილი - ჩემი მეხსიერება წყდება, როდესაც თაფლის საყიდლად გავჩერდით

„ჩემი მეხსიერება წყდება, როდესაც თაფლის საყიდლად გავჩერდით“, - ამის შესახებ შატილის გზაზე მომხდარი ავარიისას ერთ-ერთმა გადარჩენილმა, ნატალია თხელიძემ ტელეკომპანია „პირველს“ განუცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხოლოდ ის ახსოვს, რომ გზა ძალიან ცუდი იყო.

„ჩემი მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით. მეტი აღარაფერი მახსოვს. ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ, მაგრამ ასე გზა არ მახსოვს. ცუდი გზა იყო და რაღაცა, არ მახსოვს. ეგ მახსოვს, რომ ვერ ვისადილეთ და გვინდოდა წამოვსულიყავით ქვემოთ და სადმე რესტორანში შევსულიყავით“ , - განაცხადა ნატალია თხელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან რატიანის განცხადებით, სამივე პაციენტი გონს მოვიდა და მათთან ფსიქოლოგები და ნევროლოგები მუშაობენ, სამივე პაციენტს ფსიქოლოგიური ტრავმა აღენიშნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები რუსეთის მიერ კაშხლების, გაზსადენებისა და ელექტროსადგურების საბოტაჟისთვის ემზადებიან
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციური პარტია იაბლოკო დუმის არჩევნებიდან მოხსნა
ადვოკატმა უარი თქვა თელავის სასტუმროში მომხდარ ინციდენტში ბრალდებულის დაცვაზე
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics