|
2015-01-28 19:40:36, 3855 ნახვა
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დელეგაცია ესტუმრა. თავდაცვის მინისტრი მინდია ჯანელიძე, მოადგილესთან, ლევან ღირსიაშვილთან ერთად დელეგაციის წევრებს შეხვდა. დიდი ბრიტანეთის დელეგაციას უსაფრთხოებისა და სამართლიანობის ჯგუფის უფროსი დევიდ კლარკი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის სპეციალური მრჩეველი სტეფან გლოვერიც დაესწრო. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა სტუმრებს უწყებაში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო. საუბრის ერთ-ერთ მთავარ თემას უელსის სამიტზე მიღებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხი წარმოადგენდა. საუბრისას, აღნიშნულ პროცესში დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღინიშნა. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნის, სამხედრო პოლიტიკის ეროვნული დოკუმენტის, ინფრასტრუქტურული პროექტების, რესურსების მართვის, თავდაცვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს თავდაცვის სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხებს დაეთმო. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებს მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)