|
2020-09-19 23:45:28, 747 ნახვა
სამართალი
პროკურორი ბაჩალიაშვილის საქმეზე - ფურცხვანიძე ვერ იხსენებს წყაროს, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა
„ფურცხვანიძე ვერ იხსენებს წყაროს, რომელმაც სატელიტის ფოტოები მიაწოდა“ , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დავით ფურცხვანიძის გამოკითხვიდან გამოსულმა პროკურორმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, გამოძიებამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხები დასმულ კითხვებზე. „ჩვენ მიერ არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული რეალური წყარო, საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც გამოძიებამ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება, წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას. წყაროს ვერ ასახელებს. საუბარია გაურკვეველ პირებზე. თუმცა მათი საქმიანობა, კავშირები, რას წარმოადგენენ ეს პირები, რამდენად არიან შემხებლობაში საქმესთან ან რა დაინტერესება აქვთ ჩაერთონ ამ საქმეში, ფურცხვანიძემ ჩვენ ვერ დაგვისახელა. მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა, არც ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო", - განაცხადა პროკურორმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ ფოტომასალაზე, რომელიც ადვოკატს ფურცხვანიძემ მიაწოდა, სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა. 18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)