|
2015-09-16 09:42:08, 3590 ნახვა
რეგიონი
ფოთში სარკინიგზო ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა
ფოთის რკინიგზის სადგურში გუშინ საღამოს სამგზავრო მატარებელს თბომავალი შეეჯახა. შეჯახების შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სხეულის მსუბუქი დაზიანებით ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მალევე გაწერეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზაზე ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა "საქართველოს რკინიგზამ". როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამგზავრო მატარებლისა და თბომავალის შეჯახება კერძო კომპანიის წარმომადგენლების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას უკავშირდება „ფოთის სადგურში გაჩერებული ელექტრო სექცია კერძო ოპერატორის კუთვნილმა თბომავალმა დააზიანა. კერძო კომპანიის წარმომადგენლებმა დაარღვიეს მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა აღნიშნული შემთხვევა. მომხდარის შედეგად მცირედით დაზიანდა მოძრავი შემადგენლობა, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები აწარმოებენ მომხდარი ფაქტის შესწავლას“, - ნათქვამია საქართველოს რკნიგზის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)