|
2015-09-15 16:44:47, 3624 ნახვა
რეგიონი
სოფელ ცვანეში ძვ. წ. X-VI საუკუნეების სამარხი აკლდამები და საკულტო მოედანი აღმოაჩინეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვის საფუძველზე, ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე გვიანბრინჯაო - ადრერკინის ხანის ,,ერგეტის მეორე სამაროვანზე“ საველე - არქეოლოგიური კვლევა-ძიება დაასრულა. გამგეობის ინფორმაციით, ჩატარებულ საველე - არქეოლოგიური კვლევა-ძიების დროს ძირითადად გამოვლინდა რკინის საბრძოლო და შრომის იარაღები, სხვადასხვა ძვირფასი მეტალისგან დამზადებული მძივსამკაულები (მათშორის ოქროსი), სარიტუალო და საკულტო დანიშნულების არტეფაქტები (ქანდაკებები, ზარაკები, და სხვ.). განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სტეპური რუსეთის ტერიტორიისათვის დამახასიათებელი ორი ბიმეტალური ცულწერაქვას (კლევეცი) აღმოჩენა. ამიერკავკასიის სამარხეულ კომპლექსებში ამგვარი იარაღის აღმოჩენის პირველი შემთხვევაა დაფიქსირებული და ამავე დროს აქვე აღმოჩენილ აკინაკებთან ერთად პირდაპირი მანიშნებელია ნომადურ - სკვითურ - კიმერიულ სამყაროსთან ურთიერთობის. აღნიშნული არქეოლოგიური ძეგლი სამეცნიერო წრეებისათვის 1980 წლიდანა ცნობილი, მაგრამ უსახსრობის გამო მისი საბოლოოდ გადარჩენითი სამუშაოების შესრულება ვერ ხერხდებოდა. 2013 წლიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივითა და დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ძეგლის სამეცნიერო მნიშვნელობის გაზრდა და ახალი მასალების მოპოვება. სულ მიკვლეულია ძველი წელთაღრიცხვის მეათე - მეექვსე საუკუნეების პერიოდის 13 კოლექტიური სამარხი აკლდამა და 1 საკულტო მოედანი.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)