|
2020-09-17 11:40:50, 9460 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა
კოვიდცენტრებსა და ჰოსპიტლად გადაკეთებულ სასტუმროებში 1488 პაციენტი მკურნალობს, მათგან 9 კრიტიკულად მძიმეა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისივე თქმით, მძიმე პაციენტების რაოდენობა 70-ს შეადგენს. „ჩვენ ადრე ვთქვით, რომ PCR ტესტების რაოდენობა უნდა განგვესაზღვრა, თუ რამდენი იყო. 1506, რომელიც წინა დღეებში გამოვაცხადე, ეს არის დღეში სწრაფი ტესტები, რომელსაც ძირითადად, სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უტარებენ, ხოლო PCR ტესტების რაოდენობა 16 აგვისტოს შემდეგ მზარდია. იყო დაახლოებით 7 ათასი დღეში და 16 სექტემბრის მონაცემებით, ჩატარებულია 11 ათას 125 PCR ტესტი ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე გვყავს 32 დადასტურებული პაციენტი. ამ 32 დადასტურებული პაციენტიდან ერთი კვლავ კრიტიკულად მძიმე პაციენტია. მძიმე პაციენტების სია მოგვემატა და დღევანდელი მონაცემებით, 5 მძიმე პაციენტი გვყავს. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“,-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)