|
2020-09-16 16:59:30, 1016 ნახვა
საზოგადოება
„დავასუფთაოთ მსოფლიო - 2020“ კამპანიასთან დაკავშირებით!
2020 წლის მსოფლიო დასუფთავების კამპანიის გზავნილია: „ყოველი მცირე ქმედება სამყაროს განსხვავებულს ხდის“ მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოსა (პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, ბოლო 10 წელია „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია აღინიშნება. საერთაშორისო კამპანია - „დავასუფთაოთ მსოფლიო“ 1992 წელს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) ინიციატივით დაარსდა. იგი ადგილობრივი გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება და ფართომასშტაბიანი დასუფთავების აქციების ჩასატარებლად მთელი რიგი ქვეყნების ხელისუფლებისა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და მოქალაქეებსა ერთიანებს. დღეს, მასში 130-ზე მეტი ქვეყანაა ჩართული, მათ შორის საქართველო. მიმდინარე წელსაც „დავასუფთაოთ მსოფლიო“ კამპანია ტრადიციულად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოში დასუფთავების აქციები 18, 19 და 20 სექტემბერს გაიმართება. კამპანია საქართველოში „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს“ მიერ (პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად), პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. თუმცა, გამომდინარე მსოფლიო პანდემიიდან და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან, მიმდინარე წელს დასუფთავების აქციები ჩატარდება მცირე რიცხოვან ჯგუფებში (10-მდე მოხალისის მონაწილეობით) და სხვადასხვა ადგილას. ვითვალისწინებთ, რა მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციებსა და სახელმწიფო რეგულაციებს, მოგმართავთ თხოვნით, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საარსებო გარემო, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა და დასუფთავების აქციები, თვითორგანიზების შემთხვევაში ჩაატაროთ მცირე რაოდენობრივ (10-მდე) ჯგუფებში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით! დავასუფთაოთ საკუთარი სახლის, ეზოს, ქუჩის მიმდებარე ტერიტორიები და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მსოფლიო კამპანიაში! "დავიცვათ დისტანცია-დავასუფთაოთ მსოფლიო-დავასუფთაოთ საქართველო"!!! დავიცვათ საქართველოს სისუფთავე!
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)