|
2020-09-16 12:23:43, 912 ნახვა
საზოგადოება
კონკურს „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპი გამოცხადდა
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურმა კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისის" მეორე ეტაპი გამოაცხადა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „გვინდა, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს. კონკურსი გამოცხადებულია შემოქმედებითი მეწარმეობის შემდეგი მიმართულებით: საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, აუდიო-ვიზუალური ხელოვნება და ვიზუალური ხელოვნება. კონკურსის მიზანი დედაქალაქში შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულების განვითარება და ხელშეწყობა, სფეროში ჩართული ხელოვანებისა და სახელოვნებო ჯგუფების შემოქმედებითი იდეების წარმოჩენა და რეალიზებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ამ პროექტის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა, თანადაფინანსების საშუალება გავზარდოთ. პროექტის შემადგენელი ძირითადი აქტივის - ტექნიკის, ინვენტარის, მოწყობილობის შეძენაც არის შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მსურველებს განაცხადის შემოტანის შესაძლებლობა 18 სექტემბრამდე აქვთ.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)