|
2015-09-15 14:12:02, 683 ნახვა
საზოგადოება
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 14-დან 27 სექტემბრის ჩათვლით, პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას, 150-ზე მეტ, მათ შორის, 45 ევროპული სტანდარტების შესაბამისად შემუშავებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე აცხადებს. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევა, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით, დაეუფლოს სასურველ პროფესიას, ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებებით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. რეგისტრაციის მსურველმა თან მხოლოდ პირადობის მოწმობა უნდა იქონიოს. რეგისტრაციის გავლა საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებშია შესაძლებელი. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა, საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება უნდა გაიაროს. ტესტირების მიზანია, დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა, მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. აღსანიშნავია, რომ შშმ და სსსმ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად. ისინი ისარგებლებენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ, პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან. ზემოაღნიშნული პროცედურების გავლით, აპლიკანტთა პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა, 2013 წლის შემოდგომიდან ხორციელდება. ჯამში, 4 მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა და 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება 20 000-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო. ჩარიცხულთაგან 250 - მდე პროფესიული სტუდენტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს წარმოადგენდა. შეგახსენებთ, რომ დამსაქმებლებთან თანამშრომლობით, რიგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები დაიხვეწა. პროფესიული სასწავლებლები განახლებული ინფრასტრუქტურითა, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი და სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობენ, რომლებიც სტუდენტების სტაჟირებასა და წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებას უზრუნველყოფენ.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)