|
2020-09-13 13:49:49, 2310 ნახვა
საზოგადოება
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, სტუდენტთა განაცხადების მიღება იწყება
2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსება სოციალურად დაუცველი იმ სტუდენტებისთვის, რომელთა სოციალური ქულა 150 000 და ნაკლებია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს დადგენილება N536-ის შესაბამისად განხორციელდება. დადგენილების მოქმედება თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბენეფიციარებზეც, გარდა დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სოციალურად დაუცველი სტუდენტებისა. დედაქალაქში რეგისტრირებული დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტი, რომლის სოციალური ქულა 70 000 და ნაკლებია, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, დოქტორანტურის აკადემიური საფეხურის სტუდენტმა თბილისის მერიის კანცელარიაში (შარტავას ქ. N7) 2020 წლის 14 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) პირადობის მოწმობის ასლი; ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან; გ) ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ, წლიური გადასახადის მითითებით; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებს (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); ე) სამოტივაციო წერილი (არ უნდა აღემატებოდეს 150 სიტყვას); ვ) რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
ტრამპი: რუსეთი დათანხმდა დაპატიმრებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის გაცვლის გარეშე გათავისუფლებას
გერმანია განიხილავს რუსეთში დრონების მწარმოებლების წინააღმდეგ კიბერშეტევების განხორციელების ნებართვის მინიჭებას
ნასვამი და ნარკოტიკული თრობის ქვეშ მყოფი მძღოლების წინააღმდეგ ბრძოლა მკაცრდება - სტრატეგია
უკანა სავარძელზე ღვედი და სკოლამდელი ბავშვებისთვის სპეცსავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)