16:35 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-12 18:59:10, 17620 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმში კლინიკა "მედალფას" თანამშრომელთა ნაწილი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს აცხადებს

ბათუმში კლინიკა "მედალფას" თანამშრომელთა ნაწილი კოვიდინფიცირებული პაციენტების მიღებაზე უარს აცხადებს - ამის შესახებ ჟურნალისტებთან აქციის მონაწილე ერთ-ერთმა სამედიცინო პერსონალმა განაცხადა.

აქციაზე შეკრებილი მედიკოსები ანაზღაურების გაზრდას და შესაბამისი პირობების  შექმნას ითხოვენ. მათი თქმით, ისინი პანდემიის დროს,  2 თვის განმავლობაში რთულ რეჟიმში  მუშაობდნენ, რისთვისაც  დანამატიც კი არ აუღიათ.

როგორც აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, კოვიდინფიცირებული პაციენტების მკურნალობაზე პასუხისმგებლობა ახლა სხვა კლინიკებმა უნდა აიღონ.

კლინიკა „მედალფას“ დირექტორი, ინგა ხოზრევანიძე მედიკოსების ამგვარ ქმედებას არაპროფესიონალიზმს უწოდებს და ამბობს, რომ თანამშრომლებთან სტანდარტულ ხელფასზე მუშაობა თავიდანვე ჰქონდა შეთანხმებული.

„ჩვენი ანაზღაურება არის სტანდარტული და ამ გზისთვის არ გადაგვიხვევია.  რამდენიმე კერძო კომპანიამ  მათ დანამატი ჩაურიცხა. თუ, სამედიცინო პერსონალი  საბოლოოდ უარს იტყვის  კორონავირუსით  ინფიცირებულებთან  მუშაობაზე, ახალი თანამშრომლებით ჩავანაცვლებთ. ვითხოვთ სახელმწიფოსგან სხვა კლინიკებში გადაანაწილონ ის  სპეციალისტები, რომლებსაც ვიწრო პროფილი აქვთ და კოვიდინფექციის დროს უმუშევრები რჩებიან“, - განაცხადა ინგა ხოზრევანიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი: ევროკავშირს აღარ აქვს ფუფუნება, საკუთარ თავს კვლავ ექსკლუზიურ კლუბად აღიქვამდეს
დეპარტამენტი: ავტობანის ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი 9 ივლისამდე ჩაიკეტება
უკრაინის გენშტაბი რუსეთში დაბომბილი სტრატეგიული ობიექტების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
TV Pirveli: ტერიტორია, სადაც მიწა ჩამოიშალა ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახს ეკუთვნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics