|
2015-09-15 09:41:01, 469 ნახვა
პოლიტიკა
თინათინ ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩიუს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დასრულების შემდეგ ხიდაშელმა განმარტა, რომ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზედმიწევნით ზუსტად ხედავს იმ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს და ზოგადად, ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის წინაშე დგას. „ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს მრავალი წლის მეგობარია. ლინას ლინკევიჩიუსმა მთელი შეხვედრის განმავლობაში ისაუბრა პირველი პირის მრავლობით რიცხვში. „ჩვენ“ - ასე ამბობდა საქართველოსთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე. შეუძლებელია, შეხვედრიდან ამაზე მნიშვნელოვანი რამე წამოიღო. როდესაც ადამიანი ბუნებრივად საუბრობს შენს ქვეყანაზე და საუბრობს პირველ პირში. სწორედ, ეს არის მეგობრობა და ის, რაც სჭირდება დღეს საქართველოს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. „ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ქართულ მხარესთან ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს. წელს საქართველოს ორჯერ ვესტუმრე - ბათუმში კონფერენციას დავესწარი და თბილისში ქვეყნის მმართველობას შევხვდი. ჩვენ მუდმივი, რეგულარული ურთიერთობა გვაქვს და ზოგად თემებზე ვსაუბრობთ. ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ევროკავშირთან დაკავშირებით ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველომ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ვიზალიბერალიზაციის კუთხით. მჯერა, რომ საქართველო ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს. ახლოვდება ნატოს ვარშავის სამიტი. საქართველოს აქვს ბევრი ბერკეტი, რათა გახდეს ნატოს წევრი. მაგრამ საჭიროა ბევრი მუშაობა. როდესაც ეს დრო მოვა, თუმცა რთულია ზუსტი თარიღის განსაზღვრა. საქართველომ არ უნდა დაკარგოს დრო და იმავე ტემპით და შემართებით განაგრძოს ნატოსკენ სწრაფვა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი. ჩვენ კი შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით. მოვა დრო, როცა საქართველო ნატოს ოჯახის წევრი გახდება და ეს ჩვენი საერთო ამოცანაა“, - აღნიშნა ლინას ლინკევიჩიუსმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით ქართული მხარე თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით ყველაფერს აკეთებს და მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალური თბილისის მონდომებას, მიღწეულ შედეგებს და საერთაშორისო არენაზე არსებულ რთულ პოლიტიკურ რეალიებს, არა მხოლოდ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში, არამედ, ევროპის ყველა დედაქალაქში აცნობიერებდნენ.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)