|
2020-09-11 13:31:57, 3061 ნახვა
რეგიონი
შრომის ინსპექციამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ბათუმში შვიდი ქსელური მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დააჯარიმა
შრომის ინსპექციამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, ბათუმში შვიდი ქსელური მარკეტი, სამი სარიტუალო დარბაზი და ორი სასტუმრო დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის ინსპექცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინსპექციამ სასტუმროები, ქსელური მარკეტები, სარიტუალო დარბაზები და 30 კვების ობიექტი შეამოწმა. „2020 წლის 10 სექტემბერს, შრომის ინსპექციის, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენელების მიერ ქ. ბათუმში კვების , საცალო და საბითუმო ვაჭრობის, სუპერმარკეტების ობიექტებისა და სასტუმროების შემოწმება განხორციელდა. შემოწმება 8 სასტუმროში განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები 6-მა დააკმაყოფილა
მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 2-მა
შემოწმება ასევე, 8 საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტშიც განხორციელდა, რომელთაგან მოთხოვნები მხოლოდ 1-მა დააკმაყოფილა გუდვილი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა 7-მა . მათ მიმართ გამოყენებულ იქნა ჯარიმა 10 000 ლარის ოდეონობით
არსებული რეგულაციების გაუთვალისწინებლობის გამო , 3 სარიტუალო დარბაზის მფლობელიც დაჯარიმება. საქმიანობა შეაჩერა 17-მა სარიტუალო დარბაზმა . აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლემის მხრიდან მათზე კონტროლი ხორციელდება . ბათუმში, სამუშაო პროცესში რეკომენდაციების დაცვის შესრულებასთან დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა საზოგადოებრივი კვების ობიექტების შემოწმებაც . გაფრთხილების შემდგომ შემოწმდა 28 კვების ობიექტი (რესტორანი), რომლებსაც ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციები სრულად ჰქონდათ გათვალისწინებული. მოთხოვნები დააკმაყოფილა ყველა შემოწმებულმა კვების ობიექტებმა (რესტორანი) :
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)