15:42 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-14 17:13:45, 719 ნახვა

ეკონომიკა
პარლამენტში ხვალ, ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით კომიტეტის სხდომა ჩატარდება

პარლამენტში ხვალ, ყურძნის სარეალიზაციო ფასთან დაკავშირებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე აღნიშნული კომიტეტის თავჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ განაცხადა.
„პარასკევს,  როდესაც კომიტეტის სხდომა ჩატარდა და ბატონი ღვინიაშვილის ინიციატივით, თქვენი პარტიის ორგანიზებით მოვიდნენ მევენახეები, ჩვენ დავპირდით მათ, რომ ორშაბათს ან სამშაბათს ჩავატარებდით კომიტეტის სხდომას. ამ სიტყვას არ გადავალთ. ჩვენ სამშაბათს ვაპირებთ კომიტეტის სხდომის ჩატარებას. დღეს დილიდან ბატონი ღვინიაშვილის ორგანიზატორობით დაიწყო ისევ მიტინგები. რაც შეეხება ღვინიაშვილს, მე, როგორც ჩემს კოლეგას პატივს ვცემ, მაგრამ წიკლაურისა და ღვინიაშვილის საქციელი კომიტეტზე იმდენად შეუფერებელი იყო, რომ იძულებული ვიყავი მანდატურებისთვის მომეხმო, რათა მათ დაეტოვებინათ დარბაზი. მახსოვრობა ყველას კარგი გვაქვს. მე ისიც მახსოვს, რომ კახეთში რთველს ხან შინაგან საქმეთა მინისტრი, ხან თავდაცვის მინისტრი ატარებდა”, - აღნიშნა ტყემალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ჩვენ გვჭირდება შემაკავებელი ორდერი“- ტრამპი მელონის კიდევ ერთხელ დასცინის
ლუკაშენკო: ბელარუსს ბრძოლა არ სურს, მაგრამ მტრის წინაშე თავს არ დახრის
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics