|
2015-09-14 15:43:02, 670 ნახვა
საზოგადოება
ხობის ფესტივალთან დაკავშირებით გუბერნატორმა თათბირი ჩაატარა
ხობის VII საერთაშორისო ფესტივალის „სიმღერა სამეგრელოზე“ მოსამზადებელი საორგანიზაციო სამუშაოებისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მხარის გუბერნატორი ლევან შონია გაუძღვა. თათბირს რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გამგებლები, მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და კულტურის სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ. „წელს ფესტივალი იქნება განსაკუთრებული, როგორც შემოქმედებითი კუთხით ასევე სანახაობრივად. წელს პირველად ხობის ფესტივალის ფარგლებში რეგიონის ყველა მუნიციაპალიტეტების წარმომადგენლები ეთნოკუთხეებს მოაწყობენ, ველოდებით ძალიან ბევრ საპატიო სტუმარს. ყველაფერმა იდეალურად უნდა ჩაიაროს და ამისთვის თვენი ერთობლივი მუშაობაა საჭირო“, - განაცხადა გუბერნატორმა სამუშაო შეხვედრაზე და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან და საკრებულოს თავმჯდომარისგან მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი ხობში მიმდინარე წლის 2-3 ოქტომბერს გაიმართება და მომღერალ თამარ გვერდწითელსა და ანსამბლ „რუსთავის“ შემოქმედებას მიეძღვნება. ფესტივალში საქართველოს ყველა კუთხის მომღერალთა გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ფესტივალის ორგანიზატორები და მხარდამჭერები არიან განათლების, კულტურისა და სულიერების აღორძინების საერთაშორისო ფონდი „ხობი“, ქართული საერთაშორისო სიმღერის საერთაშორისო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო. დღესვე გუბერნატორმა მუნიციპალიტეტების პირველი პირებისგან მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)