|
2020-09-09 12:41:01, 16934 ნახვა
ომი უკრაინაში
დღეიდან, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების გარკვეული ნაწილი, საკარანტინე სივრცეში იმკურნალებს
დღეიდან, 18-დან 65 წლამდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები, რომლებსაც ქრონიკული დაავადება არ აქვთ და არიან უსიმპტომოები, იმკურნალებენ საკარანტინე სივრცეში, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ბათუმის საავადმყოფოდან პაციენტების ნაწილის გადაყვანა უკვე მიმდინარეობს. „საქართველოს სამ დიდ ქალაქში-თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში დღეიდან დაიწყება სასტუმროს მომსახურებით, კარანტინში პაციენტების მკურნალობა. უკვე მიმდინარეობს ბათუმის საავადმყოფოდან სასტუმროში პაციენტების გადაყვანა. ჩვენ განვსაზღვრეთ გუშინ კლინიკურ ჯგუფთან ერთად ის პროტოკოლი, რის მიხედვითაც იხელმძღვანელებენ ჩვენი ექიმები. ამ შემთხვევაში იქნება შემდეგი მიდგომა-სრულწლოვანები, 65 წელზე ზემოთ პაციენტებს არ გადავიყვანთ სასტუმროებში და 18-დან 65 წლამდე ადამიანები, რომლებსაც აქვთ დადასტურებული კოვიდინფექცია და ამავდროულად, არ აქვთ არანაირად თანმხლები ქრონიკული დაავადება, შესაძლებლობა ექნებათ უსიმპტომობის შემთხვევაში მკურნალობა გაიარონ სასტუმროების ქსელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)