12:17 - 07 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-08 11:50:05, 14550 ნახვა

ომი უკრაინაში
ბათუმში, იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში, იუსტიციის სახლის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ დროისთვის შენობა დახურულია და მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება.

„ახალი შემთხვევები უკვე დადასტურებულთან კონტაქტებს წარმოადგენენ. ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციასა და საკარანტინე სივრცეში და იქ არის გამოვლენილი. გასული 24 საათის განმავლობაში ხოფის ბაზრობას უკავშირდება 3 დადასტურებული შემთხვევა. სწორედ ამ წუთებში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება, ბაზრობა დაკეტილია და ლოკაციაზე გასულია ეპიდემიოლოგთა ჯგუფი. 1 დადასტურებული შემთხვევა გახლავთ იუსტიციის სახლის თანამშრომელი. გუშინ ღამით მოხდა შენობის დეზინფექცია, დამუშავება. მოიაზრება დაახლოებით ყველა თანამშრომლის ტესტირება. ვისაც დაუდასტურდება რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემხებლობაში იყო ამ ადამიანთან, ისინი გააგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობა ქვეყნის მასშტაბით რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობას გეგმავს
უკრაინული დრონების შემდეგ, ომსკის ოლქში ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრობით რიგები წარმოიქმნა
დიპლომატიის აკადემიის რექტორის თანამდებობაზე თამარ ბერუჩაშვილი დაინიშნა
გიორგი ბახუაშვილი ქართული ოცნების სუს-ის უფროსის მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics