|
2020-09-02 10:18:38, 2794 ნახვა
საზოგადოება
3 სექტემბრიდან მესტიის მიმართულებით ფრენები განახლდება
რამდენიმე კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, 3 სექტემბრიდან ნატახტარი-მესტია-ნატახტარის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება განახლდება. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ განმარტებით, სექტემბერში მესტიის მიმართულებით რეისები სამშაბათისა და შაბათის გარდა, კვირაში 5 ჯერ შესრულდება. ,, სვანეთში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ნატახტარი-მესტიის მიმართულებაზე ფრენები 11 აგვისტოდან შეჩერებული იყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტი გაიხსნა მესტიის მიმართულებით ფრენებიც აღდგა. აღნიშნული რეისებიც COVID-19-დან გამომდინარე ყველა არსებული რეგულაციების დაცვით ხორციელდება, ეს იქნება სოციალური დისტანცირება, თერმოსქრინინგი, სავალდებულო პირბადის ტარება და სხვა. სვანეთი საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულებაა და ვიმედოვნებთ, რომ ამ ულამაზეს რეგიონს ისევ მალე ბევრი ტურისტი ეწვევა”,- აცხადებენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში. ნატახტარიდან მესტიის მიმართულებით ფრენების შეჩერება სვანეთში COVID-19-ის პრევენციის გამო მოხდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების სვანეთი ჩაიკეტა და შესაბამისად სვანეთის მიმართულებით რეგულარული ფრენებიც, დროებით, შეჩერდა. თუმცა 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები იხსნება და 3 სექტემბრიდან AK-Air Georgia მესტიის მიმართულებით ფრენებსაც განაახლებს. ავიაბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის, ერთი გზა 90 ლარს შეადგენს. 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის კი ვრცელდება 30%-იანი ფასდაკლება. 3 წლამდე ჩვილებისთვის კი მგზავრობა უფასოა. ავიაბილეთების შესაძენად ეწვიეთ ვებგვერდს https://ticket.vanillasky.ge/en/tickets
პაპუაშვილი – 12 აგვისტო, ერთი მხრივ, არის დიდგორის გამარჯვების დღე, მეორე მხრივ კი, 2008 წლის კაპიტულანტური შეთანხმების დღე
კალაძე რუს ბლოგერს არწმუნებდა, რომ რუსებს საქართველოში დაუვიწყარი დღეები ელით
ვადაგასული პროდუქცია და ჰიგიენის უხეში დარღვევები - „ანაკლიას“ საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სასკოლო ფორმის ყიდვა ნაღდი ფულით შეუძლებელი იქნება - სამინისტრომ რეალიზაციის წესი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)