10:37 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-01 16:30:49, 3491 ნახვა

მსოფლიო
მინსკში სპეცრაზმმა სტუდენტების აქცია დაშალა -  დაკავებულია 20-მდე სტუდენტი

მინსკის ცენტრში სტუდენტების მიერ გამართული საპროტესტო აქცია სპეცრაზმმა დაშალა.

ინფორმაციას  საინფორმაციო სააგენტო Tass-ი ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, აქციაზე 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა, სამართალდამცველებმა აქცია დაარბიეს და 20-მდე სტუდენტი დააკავეს.

სტუდენტებმა საპროტესტო მსვლელობა ბელარუსის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტიდან დაიწყეს და მინსკის ცენტრისკენ გაემართნენ, როდესაც „გამარჯვების მოედანს“ მიუახლოვდნენ, მათ სპეცრაზმელებმა გზა გადაუღობეს და დაკავებები დაიწყეს.

ამ დროისთვის „გამარჯვების მოედნის“ მეტროსადგურის შესასვლელი და გამოსასვლელი ჩაკეტილია





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics