|
2020-08-31 10:53:02, 16196 ნახვა
კულტურა
ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს კურორტები“ გრძელდება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „საქართველოს კურორტები" გრძელდება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 1920-2000-იან წლებში გადაღებული საქართველოს სხვადასხვა კურორტი, როგორც დღემდე მოქმედი და პოპულარული, ისე ნაკლებად ცნობილი; როგორც ზღვისპირა, ისე მთის, ბალნეოლოგიური და სხვა. ფოტოები ასახავს ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ბუნებას, კავკასიონის მთებსა და შავიზღვისპირეთის განუმეორებელ პანორამებს. დამთვალიერებელი იხილავს გაგრის, ბიჭვინთის, ლიძავას, გუდაუთის, ახალი ათონის, ტყვარჩელის, მენჯის, ქობულეთის, ციხისძირის, მახინჯაურის, წყალტუბოს, აბასთუმნის, ბორჯომის, ცემის, ჯავის, სიღნაღის, ლაგოდეხის, ფასანაურის, მესტიის, ბეშუმის, ყაზბეგის, ლებარდეს, კვერეთის, სულორისა და სხვა დასახლებების სანატორიუმებს, დასასვენებელ სახლებსა და ტურისტულ ბაზებს. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, საგამოფენო პავილიონში მოქმედებს შეზღუდვები და დამთვალიერებელმა უნდა დაიცვას შესაბამისი რეკომენდაციები. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/pavilioni აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის თანამედროვე საგამოფენო პავილიონი 2016 წელს გაიხსნა. ამ პერიოდში საგამოფენო სივრცეში 60-მდე ექსპოზიცია გაიმართა და მას 10 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)