|
2020-08-27 13:21:11, 3485 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაცია დაიწყო
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საპილოტე პროექტს ახორციელებს, რომელიც ნაგავშემკრები კონტეინერების ოპტიმიზაციას გულისხმობს. პროექტი შიდა ეზოებიდან ცენტრალურ და მეორად ქუჩებზე 4 000-მდე ნაგავშემკრები კონტეინერის გამოტანას ითვალისწინებს. საპილოტე პროექტის ფარგლებში, დღეიდან ასევე, შიდა ეზოების მორეცხვა და ნაგავშემკრები კონტეინერების დასუფთავება დაიწყო. სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი რომეო მიქაუტაძე გაეცნო. „აქტიურად ვმუშაობთ საპილოტე პროექტის მთელი ქალაქის მასშტაბით ამოქმედებაზე. საპილოტე რეჟიმში ერთვება დედაქალაქის ყველა რაიონის შიდა ეზო, სადაც ნაგავმზიდი მანქანის შესვლა საცობს წარმოქმნის. პროექტის მიზანია, აღმოიფხვრას ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: ხმაური, უსიამოვნო სუნი და საცობი. ამ ეტაპზე, შიდა ეზოებიდან უკვე 500-მდე ნაგავშემკრები კონტეინერია გამოტანილი. მოსახლეობისგან საკმაოდ დადებითი გამოხმაურება გვაქვს, რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროექტი წარმატებით მიმდინარეობს“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. პროექტის დაწყებამდე, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა რაიონული გამგეობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და აღნიშნული პროექტის მიზანსა და მოსალოდნელ შედეგებზე ისაუბრეს. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ასევე, დაიბეჭდა საინფორმაციო ბუკლეტები. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდებს, პროექტში თითოეული მოქალაქის ჩართულობის მნიშვნელობა გაითვალისწინონ და საყოფაცხოვრებო ნარჩენები მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)