|
2020-08-27 12:36:26, 1589 ნახვა
საზოგადოება
გიორგი გახარია - 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“
ჩვენ 95 ქვეყანას ვთავაზობთ პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებს საშუალება ექნებათ, მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები. „საინტერესო წინადადებაა, რომელსაც ჰქვია: „იმუშავე საქართველოდან“. მოგეხსენებათ, გლობალური პანდემიის პირობებში სულ უფრო და უფრო მეტი, როგორც ტრანსნაციონალური კორპორაციები, ასევე გლობალური კომპანიები გადადიან დისტანციურ მუშაობაზე და ფაქტობრივად, ადამიანის გეოგრაფიულ მდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა იმისთვის, რომ მან დისტანციურად განახორციელოს თავისი უფლება-მოვალეობები. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ 95 ქვეყანას პროგრამას „იმუშავე საქართველოდან“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვახერხებთ და უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი მიღწევები ვირუსის მართვის მიმართულებით ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში, დავაკონვერტიროთ კონკრეტულ შემოსავლებში ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ეს პროგრამა იმუშავებს 95 ქვეყნისთვის, რაც ნიშნავს იმას, რომ 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა გლობალურ კომპანიებში თანამშრომლებს ჩვენ ვეპატიჟებით საქართველოში და ვთავაზობთ მინიმუმ 180 დღის განმავლობაში, დისტაცნიურად საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, საქართველოში მათი ყოფნა იყოს უსფრთხო მათი ჯანმრთელობისთვის და რა თქმა უნდა, ასევე კომფორტული. ეს პროგრამა ატვირთულია უკვე stop.gov.ge-ზე, საიდანაც ყველას შეუძლია ისარგებლოს და დეტალურ განმარტებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კიდევ გააკეთებს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)