|
2015-09-11 16:54:52, 597 ნახვა
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის ელჩმა სპეციალურ მიღებას უმასპინძლა
დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა სპეციალურ მიღებას უმასპინძლება, სადაც გააცილა და წარმატება უსურვა იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩივნინგის პროგრამის მეშვეობით 2015/2016 სასწავლო წელს წამყვან ბრიტანულ უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას. ღონისძიებაზე განსაკუთრებით აღინიშნება ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად ჩივნინგის სქემით საქართველოდან სულ უფრო მეტი და მეტი პროფესიონალი და მომავალი ლიდერი გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში. წელს, ეს ციფრი 15, საიდანაც 3 სრულად ფინანსდება საქართველოს ბანკის მიერ, ჩივნინგის პროგრამასა და საქართველოს ბანკს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში. ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლი: „მოხარული ვარ ვუმასპინძლო წარმატებულ სტუდენტებს, რომლებიც სულ მალე გაემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში სწავლის გასაგრძელებლად. წელს ჩვენ განსაკუთრებით ავღნიშნავთ იმ ფაქტს, რომ პირველად ჩივნინგის საქართველოშ არსებობის ისტორიაში, ჩვენ საშუალება გვაქვს 15- მდე პროფესიონალს და მომავალ ლიდერს მივცეთ ბრიტანულ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელების საშუალება. სამი მათგანი სრულად დააფინანსა საქართველოს ბანკმა, და მე კიდევ ერთხელ მინდა მათ მადლობა ვუთხრა ჩივნინგის სქემის მხარდაჭერისთვის“. “საქართველოს ბანკმა დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან 2013 წელს გააფორმა პარტნიორობა, რის შედეგადაც დაწესდა საქართველოს ბანკისა და „ჩივნინგის“ ერთობლივი სტიპენდია (Chevening/Bank of Georgia Scholarship). საქართველოს ბანკი მიზანია ხელი შეუწყოს იმ სტუდენტებს, რომელთაც სურთ მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის განათლების მიღება და წარმატებული მომავლის შექმნა. წელს ბანკის დაფინანსებით დამატებით 3 სტუდენტი მიიღებს განათლებას დიდ ბრიტანეთში“ აღნიშნა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტრომა მურთაზ კიკორიამ. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ გვერდი: www.chevening.org/georgia; www.istudy.ge
(R)
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)