01:33 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 16:37:59, 723 ნახვა

საზოგადოება
მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა

82 წლის ასაკში ქართველი მწერალი რეზო ჭეიშვილი გარდაიცვალა.

რეზო ჭეიშვილი 1933 წლის 24 აპრილს დაიბადა. სხვადასხვა პერიოდში იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო კოლეგიის წევრი, ჟურნალ "განთიადის" მთავარი რედაქტორი, ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. რეზო ჭეიშვილი იყო რამდენიმე მოკლე და სრულმეტრაჟიანი ფილმის ("მზიანეთი", "ზღვის მგელი", "ავტოპორტრეტი", "ფედია", "ჩემი მეგობარი ნოდარი", "გამოაღეთ ფანჯრები", "გათენების წინ", "ჭიდაობას რა უნდა", "ექსპრეს - ინფორმაცია") სცენარის ავტორი.

მიღებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო პრემია. 2012 წელს მიიღო პრემია "საბა" ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics