14:23 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-24 18:15:50, 1863 ნახვა

საზოგადოება
ლევან რატიანი - შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს

„შატილის გზაზე დაშავებული სამივე პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პალამეტრებს“ , - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ოპერაციიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა პაციენტებს აღარ სჭირდებათ.

„სამივე ქალბატონს ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები, მათი მდგომარეობა კრიტიკული იყო და მოთავსდნენ რეამინაციულ განყოფილებაში.

ამ ეტაპზე სამივეს მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა ორ ქალბატონთან ჩატარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია და ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს.

ასევე მინდა გითხრათ, რომ რადგანაც ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს, გვაქვს იმედი, რომ უახლოეს პერიოდში სამივე ქალბატონი დაიწყებს გამოჯანმრთელებას.

საშუალო ასაკი არის 25 წელი, სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივეს აღენიშნება ტრავმული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ სამივეს სიცოცხლე შევინარჩუნოთ.

ამ ეტაპზე დამატებითი ქირურგიული ჩარევა აღარ არის საჭირო, ყველა ზომა მივიღეთ, რაც აუცილებელი და გადაუდებელი იყო“ , - ლევან რატიანი





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics