23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 18:31:21, 4399 ნახვა

რეგიონი
სოფელ ბარნაბიანთკარის გზის მოასფალტება მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარნაბიანთკარის მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დაიწყო.

გზის კეთილმოწყობა  სოფელ მეტეხის 9 აპრილის წყაროდან  სოფელ ბარნაბიანთკარის ცენტრამდე ორი განშტოებით ხორციელდება. აღნიშნული  გზა უმოკლესია თელიანის და სასირეთის მოსახლეობისთვის. გზაზე მოეწყობა რკინაბეტონის    კივუეტები ლითონის ცხაურებით, ეზოში შესასვლელები,   საგზაო სამოსი და საგზაო ნიშნები.

გზის სიგრძე 1 955 გრძივი მეტრია, სამუშაოების სრული ღირებულება 1 099 517 ლარი, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.   

სამუშაოები  2 ეტაპად განხორციელდება - 2020 წელს შესრულდება 608 079 ლარის სამუშაოები, ხოლო  2021 წელს 491 438 ლარის.    სამუშაოებს შპს   „გზები და კეთილმოწყობა“ ახორციელებს.

კასპის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში  მისასვლელი გზების მოწყობას და ეს გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს არ ექნება კეთილმოწყობილი მისასვლელი -აღნიშნა ზაზა მარიდაშვილმა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics