|
2015-09-11 09:56:09, 527 ნახვა
პოლიტიკა
ლატვიის პრეზიდენტი: ჩვენ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ რუსეთის ქმედებებს
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაიმონდს ვეიონისმა საკუთარ რეზიდენციაში მიიღო. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლატვიის პირველმა პირმა თინათინ ხიდაშელთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა, ქვეყნის სუვერენიტეტი და მხარი დაუჭირა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. „ლატვია იყო და არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა და ნამდვილად უჭერს მხარს თქვენი ქვეყნის მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნამდვილად არ ვაღიარებთ რუსეთის ქმედებებს საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რაიმონდს ვეიონისმა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კი შეხვედრის დასასრულს ლატვიის პრეზიდენტთან ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და განაცხადა: ლატვიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ თინათინ ხიდაშელმა დახურული შეეხვედრა გამართა ლატვიაში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრის ხელმძღვანელობასთან, რომლის შემდეგ საქართველოს დელეგაცია „ადაჟის“ სამხედრო ბაზის მოსანახულებლად გაემგზავრა. „ადაჟის“ ბაზა ბალტიისპირეთში ყველაზე დიდი სამხედრო პოლიგონია, სადაც ფართომასშტაბიანი წრთვნები ტარდება. ნატოს მრავალეროვნული სწავლება - Saber Strike 2015, სწორედ, ამ ბაზაზე ჩატარდება.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)