23:13 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-21 10:03:21, 1578 ნახვა

რეგიონი
დღეიდან დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი გაიხსნება

დღეიდან მესტიის ყველა ადმინისტრაციული ერთეული, დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერის გარდა, იხსნება.

შესაბამისი გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 19 აგვისტოს სხდომაზე მიიღო. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განმარტებით, აღნიშნულ ორ სოფელში გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და ყველა შესაბამისი გადაწყვეტილება ვითარებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.

„როგორც მოგეხსენებათ, მესტიის მუნიციპალიტეტში 10 აგვისტოდან დაიწყო შეზღუდვები, ამ პერიოდიდან დღემდე, განხორციელდა ბევრი ეფექტური ღონისძიება, რომელიც ჩვენ დაგვეხმარა ეპიდემიის აღკვეთასა და შეჩერებაში.

21 აგვიტოდან გაიხსნება მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი, გარდა დაბა მესტიისა და სოფელ ლენჯერისა, აღნიშნულ ორ სოფელშიც გაგრძელდება ინტენსიური ტესტირება და არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics