|
2020-08-20 14:38:15, 1228 ნახვა
საზოგადოება
„ეკოლიდერთა სკოლა 2020” დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2020 წლის სასწავლო კურსი დასრულდა. ონლაინ სემინარებისა და შემეცნებითი ტურების შემდეგ, მოსწავლეებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა სერტიფიკატები გადასცა. „ეკოლიდერთა სკოლაში“ ვებინარები სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მოწვეული ექსპერტები უკითხავდნენ. სასწავლო კურსის შემაჯამებელი კვირეულის ფარგლებში, შემეცნებითი ტურებიც მოეწყო. პროექტის ფარგლებში 13 ვებინარი ჩატარდა. ლექციები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის გარემოსდაცვითი უფლებები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, მდგრადი განვითარების მიზნები, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, კლიმატის ცვლილება, ატმოსფერული ჰაერი, ნიადაგის დეგრადაცია და გაუდაბნოებასთან ბრძოლა, ბიომრავალფეროვნების დაცვის მექანიზმები, საზოგადოებასთან ურთიერთობა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიების დაგეგმვა, მიმდინარე კონსერვაციული პროექტების განხილვა, ფოტოგრაფია და გარემოსდაცვა. ეკოლიდერთა სკოლა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანიც ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული პანდემიის გამო, საგანმანათლებლო ღონისძიებებს დისტანციურად ახორციელებდა. გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად ჩატარდება.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)