|
2020-08-20 13:42:10, 1061 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა ონკოდაავადებულების მკურნალობას სრულად დააფინანსებს
მივიღეთ გადაწყვეტილება, თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს, ყველანაირი პირადი გადასახადის გარეშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისივე თქმით, ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა ჯერ კიდევ რჩება პრობლემურ საკითხად. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო მხარდაჭერა ადამიანებისთვის, რომლებიც მძიმე სენს ებრძვიან და რომლებიც შეძლებენ სრული მკურნალობა მიიღონ სახელმწიფოსგან. „მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელოთ, გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივა - ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა. განსაკუთრებით გამოსაყოფი იყო ონკოდაავადებათა მკურნალობის თვალსაზრისით იმიტომ, რომ ჩნდება მეოთხე ეტაპის პრობლემა, როდესაც სიმსივნის გამოვლენის შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს ჯიბიდან უწევდათ თანხის გადახდა. დარწმუნებული ვარ, მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ პროგრამას რვა ათასი ლარით გავზრდით და ფაქტობრივად, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, შესაძლებლობა ექნება მკურნალობის სრული კურსი ჩაიტაროს ყველანაირი ჯიბიდან გადასახადების გარეშე. სამწუხაროდ, ამ პროგრამით საქართველოს 1972 მოქალაქე სარგებლოს და ამ ადამიანებისთვის ეს იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა გახარიამ.
პირველკლასელების სასკოლო ფორმები საქართველოშია და 1-14 სექტემბერს გაიყიდება
პოლონეთის საელჩო: კაჩინსკის 2008 წლის გაფრთხილება პირქუშ წინასწარმეტყველებას ჰგავს
„მნიშვნელოვანი დემოკრატიული უკუსვლა“: რას ამბობს ევროკავშირის ახალი ანგარიში საქართველოს შესახებ
უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებს შესაძლოა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება მოეთხოვოთ
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ივლისში, რუსეთსა და უკრაინას შორის ომში რეკორდული რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა დაფიქსირდა
ზაპოროჟიეში რუსი ოკუპანტების ბალისტიკით დაბომბვის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)