|
2015-09-10 13:51:03, 1757 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელსაც ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობა ექნება
„საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა“,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჩინეთში ვიზიტით მყოფმა მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „მთავარი საკითხი, რომელზეც მქონდა საუბარი ჩინეთის პრემიერთან, არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)