08:14 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-16 16:07:24, 1814 ნახვა

მსოფლიო
ლუკაშენკომ მის მომხრეებს დაუჩოქა და თქვა, რომ არსად წავა

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მინსკში თავის მხარდამჭერ დემონსტრაციაზე მივიდა და მათ დაუჩოქა. მოქმედმა პრეზიდენტმა მადლობა ასე გადაუხდა, დამოუკიდებლობის მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს.

მისი თქმით, განმეორებითი არჩევნების ჩატარება ქვეყანას დაღუპავს.

„წავალთ არჩევნებზე – დავიღუპებით და სწორედ ეს სურთ იქ, საზღვარგარეთ. ვის სურს ახალი არჩევნები, ფანჯრიდან გაიხედეთ! ნატო-ს ჯარი დგას ჩვენს საზღვრებთან. ლიეტუვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა ჩვენ ახალი არჩევნების ჩატარებას გვიბრძანებენ​. თუ მათ ნებას გავყვებით, ვერასდროს დავასტაბილურებთ ჩვენს ხომალდს. ჩვენ არ გვჭირდება საზღვარგარეთული მთავრობები, ჩვენ საკუთარი გვჭირდება. ჩვენ ახალ ხელისუფლებას, გვთავაზობენ, გვთავაზობენ ნატო-ს ჯარისკაცებს, შავკანიანებს, ყვითელპირებს და ქერებს. კი, ჩვენ მკაცრი კურსი გავაგრძელეთ. დიახ, ვიღაცას ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, თუმცა 90-იანი წლებში დავამტკიცეთ ეს ხელისუფლება, მაში, როდესაც ახალი კონსტიტუცია მივიღეთ. თქვენ მაშინ წესრიგის დამყარებას ითხოვდით – მე ის დავამყარე! თქვენ ითხოვდით, კორუფციისა და ოლიგარქების გარეშე. სად არიან ეს ოლიგარქები? თქვენ ითხოვდით, მინსკის ქუჩების ბანდიტებისგან გაწმენდას. მე ეს გავაკეთე“, – მიმართა ლუკაშენკომ შეკრებილებს.

მისი თქმით, არჩევნები შედგა. არ შეიძლება, 80%-ზე მეტი იყოს ფალსიფიცირებული.

მინსკის ცენტრში, ბელორუსის მოქმედი პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქცია მომდინარეობს. - სააგენტო "ბელტას" ინფორმაციით, დამოუკიდებლობის სასახლის წინ 3000-მდე ადამიანია შეკრებილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics