23:12 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-15 12:07:21, 992 ნახვა

რეგიონი
გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ ტრენინგი სიღნაღის მუნიციპალიტეტში გაიმართა

გარემოსდაცვითი მმართველობის და კანონმდებლობის აღსრულების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული  ტრენინგები გარემოსდაცვითი სამართლებრივი რეგულირების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.  

პროგრამის ფარგლებში, შეხვედრა  სიღნაღის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის  და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შიოშვილი დაესწრნენ. 

იური ნოზაძემ შეხვედრაზე გარემოს დაცვის კუთხით არსებულ ახალ საკანონმდებლო ბაზაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტყის კოდექსზე და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე, რომელიც ქვეყანაში ახალ გარემოსდაცვით სისტემას ქმნის. 

გამომდინარე იქიდან, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობების როლი გარემოზე ზემოქმედების შეფასების, ზედამხედველობის კონტროლის, ბიომრავალფეროვნების და ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით,  ტრენინგი ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობების გაძლიერებას და იმ ვალდებულებების განხორციელებას, რაც მუნიციპალიტეტების დონეზე რეგულირდება.

ტრენინგები ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე გაიმართება. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები გაუძღვებიან და მონაწილეებს, თეორიულ ინფორმაციასთან ერთად, პრაქტიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics