|
2015-09-09 20:28:51, 731 ნახვა
საზოგადოება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმაურება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტ ეკა მიშველაძის განცხადებას ეხმიანება, რომ „შესაბამისმა სამსახურებმა იცოდნენ“ მასსა და ალექსი პეტრიაშვილს შორის არსებული პირადი ურთიერთობის შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით, ხოლო პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება დასჯადია სისხლის სამართლის კანონმდებლობით. „მიუხედავად იმისა,რომ ჟურნალისტმა გადაცემაში არ ისაუბრა კონკრეტულ გარემოებებზე, ინსპექტორს მიაჩნია, რომ პირად ცხოვრებაში უკანონო ჩარევის შესახებ ასეთ საჯარო განცხადებებს აუცილებლად უნდა მოჰყვეს სამართალმდამცავი ორგანოების მხრიდან სათანადო რეაგირება. თავის მხრივ, ინსპექტორის აპარატი მზად არის სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიოს ნებისმიერ მოქალაქეს პირად ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების რეალიზებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხებზე და კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს რეაგირება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის უზრუნველყოფა. 2015 წლის 31 მარტიდან ინსპექტორის ფუნქციებს დაემატა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის, სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კომპიუტერულ მონაცემებთან დაკავშირებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე ზედამხედველობის ფუნქცია“, - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის განცხადებაში.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)