17:03 - 12 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-13 17:48:52, 1104 ნახვა

საზოგადოება
115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ  115 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

დევნილებს უძრავი ქონება შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონებსა და თბილისში დაუკანონდათ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახები სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში  წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ, შესაბამისად მათ არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა. დაკანონების პროცესი, დევნილებს შესაძლებლობას აძლევს საკუთრებაში გადაცემული საცხოვრებელი ფართები თავისი სურვილის შესაბამისად განკარგონ.

მიმდინარე წლის ბოლომდე, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართი კიდევ 1000-მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში კი, 2000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, 21 000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის პრემიერი მზადაა ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანოს და რუსებს ამით დაეხმაროს
აშშ-ში ტანკერ Marinera-ს ქართველ კაპიტანს 10 თვიანი პატიმრობა და დეპორტაცია მიესაჯა
ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავენ
კობახიძე- ქართული კულტურისთვის უცხოა რუსოფობია, გარეთ პატრონები, შიგნით აგენტურა, ყველა ერთად ცდილობს, გააღვივოს ეს კამპანია ჩვენს ქვეყანაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics