13:46 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-08 18:14:22, 805 ნახვა

ეკონომიკა
ბარსელონა-თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება იგეგმება

ესპანური ავიაკომპანია „Vueling Airlines“ მომავალი წლიდან ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესაძლებლობას სწავლობს.

კომპანიის წარმოამდგენლებმა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შეხვედრა გამართეს, სადაც ავიაკომპანიის გეგმები წარმოადგინეს და ქვეყნის საავიაციო ბაზარზე ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს და პროცედურებს გაეცნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ბარსელონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას „Vueling Airlines“  2016 წლიდან კვირაში ორი სიხშირით, Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდით გეგმავს. ავიამიმართულების შესწავლისა და დაგეგმვის მიზნით, ავიაკომპანიების  წარმომადგენლებმა შეხვედრები უკვე გამართეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და საქართველოში მოქმედ მსხვილ ტურ-ოპერატორებთან. „Vueling Airlines“-თან ძირითად მოლაპარაკებებს  „TAV Airports” ჰოლდინგი და “ტავ ჯორჯია“ აწარმოებენ.

„Vueling Airlines“ 2004 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი უმსხვილესი ესპანური ავიაკომპანიაა, რომელიც ძირითადი (ბარსელონა, რომი) და დამხმარე (ამსტერდამი, მადრიდი, ბრიუსელი, ფლორენცია და ა.შ.) ჰაბებიდან 126 მიმართულებას და დაბალ ტარიფებს სთავაზობს მგზავრებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გამართულ შეხვედრას ავიაკომპანია „Vueling Airlines“-ის საერთაშორისო გაყიდვების აღმასრულებელი მენეჯერი ალექსანდრა სტელმაქი, სამოქალაქო ავიაციის  სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღონია, „TAV Airports” ჰოლდინგის მარკეტინგის მენეჯერი სერქან ქარაჰატაი და “ტავ ჯორჯიას“  მენეჯერი აკაკი ბარქაია ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სკოლებში ქიმიის სწავლება მე-7 კლასიდან დაიწყება, გაიყოფა ქართული ენისა და ლიტერატურის საგანი
ერდოღანი და ტრამპი უკრაინასთან დაკავშირებით თურქეთის ინიციატივებს განიხილავენ
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics