01:34 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-06 15:47:43, 2511 ნახვა

რეგიონი
ცნობილი ბლოგერებისა და ინფლუენსერების აჭარაში მოგზაურობას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა

ცნობილი ქართველი  ბლოგერებისა და ინფლუენსერების მოგზაურობას მთიანაჭარაში სოციალურ ქსელებში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ათასობით კომენტარი და მოწონება დაიმსახურა მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გამოქვეყნებულმა ულამაზესმა ფოტოებმა და სთორებმა, რომელთაც ინსტაგრამსა და ფეისბუქში მილიონამდე წვდომა აქვს. ბლოგერებმა მოგზაურობა კინტრიშის ეროვნული პარკიდან დაიწყეს და ერთი კვირის განმავლობაში აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში არსებული ცნობილი და ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილების მონახულება შეძლეს. მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელა, ჩირუხის მთა, მერისის ხეობა, კურორტი ბეშუმი და მწვანე ტბა იმ ტურისტულ ადგილებს შორისაა, რომელთა შესახებაც მოგზაურებმა პოზიტიური შთაბეჭდილებები და რეკომენდაციები ათასობით გამომწერს გაუზიარეს.

გურამ შეროზია, ტიტე მიქაძე, სოსო ნებიერიძე, სალი წვერავა, ნათია ჩალაძე (ლილიუმის ბლოგი), ოთო ნიკურაძე და ზურა გელაშვილი რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის ფარგლებში მოგზაურობდნენ, რომლის მიზანიც შიდა ტურიზმის სტიმულირება და რეგიონის ნაკლებად ცნობილი ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბლოგერების შემდეგ პროექტში ფოტოგრაფების, კულინარებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანების ჩართვას გეგმავს. პროექტის ფარგლებში ასევე, განახლდება აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების ამსხველი ფოტო-ვიდეო ბაზა.

მთიანიაჭარის ახალი ტურისტული მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ინფოტურებს გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც გეგმავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics