|
2015-09-08 12:21:55, 1719 ნახვა
კომენტარი
ელენე ხოშტარიას შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობის პარალელურად, ნატო-ში შესვლა ილუზიაა
ექსპერტის ელენე ხოშტარიას შეფასებით, მთავრობა ქმნის ილუზიას, რომ რუსეთთან დავარეგულირებთ ურთიერთობას და ამავე დროს, ნატო-ს წევრი ქვეყანა გავხდებით. ამის შესახებ ხოშტარიამ თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთავრობაში არის ჯგუფი, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი და აკეთებს გზავნილს, რომ რუსეთთან ვაჭრობა საქართველოს გადარჩენის ერთადერთი გზაა. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო ვარდების რევოლუციის შეჩერება, მაინც ძალიან ძლიერად, აქტიურად და პროფესიონალურად შეცვალეს სტრატეგია. ჩვენზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ გააერთიანეს ძლიერი და სუსტი ძალა. რბილი ძალის გამოყენებით, რუსეთი ცდილობს ეტაპობრივად შეუმჩნევლად შეცვალოს საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტი. ფაქტია, რომ ამჟამად მთავრობაში არის სულ მცირე ჯგუფი, მკაფიოდ პრორუსული ძალები, რომლებიც საკმაოდ ხმამაღლა საუბრობენ პრორუსულ შესაძლებლობებზე. ნინო ბურჯანაძე როგორც კი მოსკოვიდან ჩამოვიდა, მოკვდა როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ახლა მარტო ბურჯანაძე კი არა, სამწუხაროდ, ამჟამინდელი მთავრობა ღიად უჭერს მხარს ამ დისკუსს, პრორუსულს, ანტიევროპულს. ფინანსური მხარდაჭერა აქვთ მედიას, აკეთებს ისეთ გზავნილს, რომ რუსეთთან ვაჭრობა არის გადამრჩენი საქართველოსი, რომ ჩვენ მთელი ეკონომიკა ამაზე უნდა ავაგოთ. ქმნის ილუზიას, რომ შეგვიძლია დავარეგულიროთ რუსეთთან ურთიერთობა და გავხდეთ ნატო-ს წევრები. საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა დეგრადაციას განიცდის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)